გაკვეთილის გეგმები დაშეფასების რუბრიკები


გაკვეთილის მთავარი თემა
ჩვენი ეროვნული საგანძური
სწავლების საფეხური
I საფეხური  VIკლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 7 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა
გაკვეთილი იმით არის აქტუალური, რომ მოსწავლეები გაიგებენ ხუროთმოძღვრული ძეგლების გარდა, კულტურის უმდიდრეს საგანძურს, შეადგენს სახვითი და დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებები
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
      მიზანი
     მოსწავლეს შეუძლია ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშების ისტორიულ რელიგიურ კონტექსტში განხილვა
    ჩამოთვლის მისთვის საინტერესო რამდენიმე მოვლენას და ცდილობს საკუთარი და\მოკიდულების  გადმოცემას ნამუშევარში.
    ჩამოთვლის ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის რამდენიმე ნიმუშს. მინანქარი,ოქრომჭედლობა,ჭედურობა,მინიატურა და სხვა
წინასწარი ცოდნა
.მოსწავლეებმა იციან რომ ქართული ეკლესია მონასტრები ოდითგანვე განათლების,მწიგნობრობის და  ხელოვნების უდიდესი კერები იყო.
უნახავთ ეკლესიის ფრესკები და ხატები.
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასებისას დაკვირვების და ანალიზის ობიექტი იქნება მსჯელობა და ნახატების პრეზენტაცია .
გამოყენებული იქნება განმსაზღვრელი  შეფასება
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,სახატავი ფურცლები,უბრალო შავი ფანქარი,ფერადი ფანქრები,ტუში, მელანი და სხვა
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1 ( 5 წთ )
მოსწავლეები ერთმანეთს აცნობენ წინა გაკვეთილზე დავალებულ მოძიებულ იმფორმაციას ეკლესია-მონასტრების შესახებ.
ყურადღებით უსმენენ  ერთმანეთს, აღნიშნავენ რა იყო მათთვის ნაცნობი და განსაკუთრებით რომელმა ძეგლმა მიიქცია მათი ყურადღება
აქტივობა 2 (10 წთ )
მასწავლებელი აცნობს სახელმძღვანელოში მოცემულ მასალას. ეცნობიან სახემძღვანელოში მოცემულ საილუსტრაციო ნიმუშებს და საუბრობენ მის ირგვლივ
აქტივობა 3 ( 20 წთ )
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს შექმნან ნამუშევრები სამშობლოს თემაზე . სიუჟეტისთვის გამოიყენონ მათვის კარგად ნაცნობი ლიტერატურული ნაწარმოები . მსჯელობენ ჯგუფურადჩამოთვლიან რამდენიმე მოვლენას. არჩევენ მათთვის საინტერესოს და იწყებენ მუშაობას. მასწავლებელი აძლევს რჩევებს ინდივიდუალურად .

აქტივობა 4 ( 10 წთ )
სამუშაოს დასრულებისას  გამოფენენ ნამუშევრებს და ახდენენ პრეზანტაციას. უზიარებენ ერთმანეთს მიღებულ შთაბეჭდილებებს. მასწავლებელი აძლევს განმსაზღვრელ  შეფასებას თუ რამდენად შეძლო თითოეულმა ჩანაფიქრის განხორციელება.



შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

1 - 4
5 - 6
7 -8
9 - 10
მოსწავლეს შეუძლია ხუროთმოძღვრული ძეგლების განხილვა
არ შეუძლია ხუროთმოძღვრული  ძეგლების გარჩევა
უჭირს ძეგლების გარჩევა
არჩევს მაგრამ ეშლება ძეგლების გარჩევა
არ ეშლება ხუროთმოძღვრული ძეგლების გარჩევა და განხილვა
მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გადმოცემას ნამუშევრებში
არ შეუძლია ნამუშევრის გაკეთება
ცდილობს გადმოსცეს  მაგრამ უჭირს ნამუშევრის გაკეთება
აკეთებს ნამუშევრებს მაგრამ ცოტა ეშლება
სრულად აკეთებს ყველაფერს
მსჯელობს საკუთარ არჩევანსა და ჩანაფიქრზე
არ შეუძლია მსჯელობა საკუთარ არჩევანსა და ჩანაფიქრზე
უჭირს  მსჯელობა თავის არჩევანზე
შეუძლია საკუთარი ჩანაფიქრისა და არჩევნის გაკეთება
სრულიად კარგად მსჯელობს თავის არჩევანსა და ჩანაფიქრზე
მოსწავლეს შეუძლია ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშების ჩამოთვლა
მოსწავლეს არ შეუძლია ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშების ჩამოთვლა
მოსწავლეს შეუძლია ნიმუშების დასახელება მაგრამ სხვადასხვა დარგი ერევა
არჩევს  სხვადასხვა ნიმუშებს და დარგებს
შეუძლია  ქართული ხელოვნების ყველა დარგის  და ნიმუშების ჩამოთვლა






Комментариев нет:

Отправить комментарий